ალექსანდრე ჩირგაძე, რომელიც სოფელ ბესიაურის პრობლემებზე ხშირად საუბრობს, არაერთი ვიდეო აქვს გადაღებული იუმორისტულ ჟანრში და გავრცელებული, წერს:
ძალიან ბევრი მწერს, მიკომენტარებს,
მშრომელი ბიჭი ხარ არ მიატოვო სოფელი და საქართველოო,
არსად წასვლას და მიტოვებას არ ვაპირებ (ჯერ ასე ვფიქრობ) არ შემიძლია სხვაგან ცხოვრება და სუნთქვა, საშინლად არაკომფორტულად მძინავს სხვა მიწაზე, ჩემი სოფელი და ქვეყანა ყველაფერს მირჩევნია!მარტივია თქვა კაცმა: ადგა და წავიდა სოფლიდან, ადგა და წავიდა ქვეყნიდან, რაუნდოდაო, 90% იძულებულია ასე ქნას იმიტომ რომ ჩვენს სოფლებში და ქვეყანაში მაგარი “ხელის წყობა” გვაქვს თავრობისგან, დაახლოებით 2000 ლარი დაგვიჯდა სოფელში მიწების დამუშავება და 200კგ სიმინდი ავიღეთ, შრომაზე არაფერს ვამბობ.ერთ გზას ვეხვეწები სოფელში 30 წელიწადია! და როგორაა იცით? ფეხებზე კიდიათ, პრინციპულად ჰკიდიათ ფეხებზე, ევროპაში კი არა ესენი ტუალეტში არ უნდა შევუშვათ და უნდა ჩაისვარონ! თვითონ კარგად არიან და ასე ჰგონიათ ასეა ყველა!
15 კომლიდან მარტო ჩვენ ვცხოვრობთ სოფელში, როდემდე შევინახავთ მე და მამაჩემი სოფელს ასე?! კაცის შვილი არ ამოთრეულა და არ უკითხავს ვინმეს მამაჩემისთვის, რას შვები შე საწყალო ამ ტყეში რამე ხოარ გჭირდებაო, ისე გულს გაუხარდებოდა! ახლა არჩევნებმა ჩაიარა “სამართლიანად” და უფრო დიდად დაგვიკიდებენ მჯერა ამის??
კომენტარები