2024 წლის 2 ნოემბერს, ღამით, გარდაიცვალა პოლიტიკოსი, გია ხარჩილავა
იგი 2006–2010 წლებში იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ხარჩილავა ერთადერთია ოპოზიციის წევრებს შორის, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა და წალენჯიხის მერი გახდა.
მისი, როგორც მერის, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო, ცენტრალური ხელისუფლების იმ გადაწყვეტილების გაუქმება, რომლის მიხედვითაც მერიის მაღალჩინოსნებს ხელფასები საგრძნობლად ეზრდებოდათ და ამ თანხის გადანაწილება მერიის იმ თანამშრომლებზე, რომლებსაც ყველაზე დაბალი ხელფასი ჰქონდათ.
თუმცა, თავად ყველაზე მეტად, რამდენიმე გადაწყვეტილებით ამაყობდა:
-პირველკლასელთა უფასო კვება სკოლებში;
-იმ ბავშვების რაოდენობის სამჯერ ზრდა, რომლებმაც სპორტზე დაიწყეს სიარული;
-განათლების კუთხით გადადგმული ნაბიჯები, იქნებოდა ეს უცხო ენის თუ კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი უფასო კურსები წალენჯიხაში.
-წალენჯიხის მეგობარი უკრაინული ქალაქისთვის ზუსტად იმ დახმარების გაწევა, რაც ესაჭიროებოდათ.
იგი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ასევე ოკუპაციის წინააღმდეგ სამოქალაქო პოზიციის ზრდას.
ალია მწუხარებას გამითქვამს და უსამძიმრებს ოჯახს, წალენჯიხელებს და ყველა მის მეგობარსა და ახლობელს.
“შემოიჭრნენ ყვირილით: “რუსები მოდიან… ჩვენი დრო მოვიდა” – რას წერს გია ხარჩილავა
კომენტარები