გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 1-4 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
სააგენტოს ცნობით, 1-2 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, 3 ნოემბრიდან კი გაწვიმდება და გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს დღისით დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს.
„თბილისში 1-3 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 3-4 ნოემბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1-3 ნოემბერს დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 4 ნოემბერს შედარებით აცივდება და, შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 1-2 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 3 ნოემბერს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 1-2 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 3 ნოემბერს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს დღისით +20, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) 1-2 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 3 ნოემბერს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს დღისით +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) 1-2 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, 3 ნოემბერს კი ზოგან თოვლჭყაპია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 1-2 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 3-4 ნოემბერს კი ზოგან გაწვიმდება და იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1-3 ნოემბერს დღისით +16, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 4 ნოემბერს დაიკლებს;
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 1-2 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 3-4 ნოემბერს კი ზოგან გაწვიმდება და იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1-3 ნოემბერს დღისით +16, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 4 ნოემბერს დაიკლებს;
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 1-2 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, 3-4 ნოემბერს კი ზოგან გაწვიმდება და იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1-3 ნოემბერს დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 4 ნოემბერს დაიკლებს;
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 1-2 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, 3-4 ნოემბერს კი ზოგან თოვლჭყაპი და დასავლეთის მიმართულების ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 1-3 ნოემბერს დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 4 ნოემბერს დაიკლებს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები