დღეიდან ახალი სახელმწიფო პროგრამით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირება იწყება.
სუბსიდიის მისაღებად საჭიროა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
სუბსიდიის მოცულობა ერთ ჰექტარ მიწაზე 200 ლარით განისაზღვრა. პროგრამით 200 ათასამდე ფერმერი ისარგებლებს. პროგრამის ბიუჯეტი 37 მილიონი ლარია. ანტიკრიზისული გეგმა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 12 მაისს წარმოადგინა.
კომენტარები