UFC-ის ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი მოკრივე ავთანდილ ხურციძეს პასუხობს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს რომ მერაბი ნაციონალია, პატიმრებს აცემინებდნენ და დვალიშვილს კისრის მოტეხითაც დაემუქრა:
,,მეგობრებო რასაც ავთანდილ ხურციძე კადრულობს ტიკ ტოკ ვიდეო მიმართვებით ჩემს წინააღმდეგ, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე რომ ეს ადამიანი არ არის სრულ ჭკუაზე. ეს პიროვნება არის ჩვენი ქვეყნის, სპორტისა და კაცობის სირცხვილი…
ადამიანი რომელიც მსგავს რამეს იკადრებს , კარგად იცით რისი ღირსია და რასაც იმსახურებს!
მოვუწოდებ მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მეგობრებს, მიაქციონ ყურადღება, უმკურნალონ და დაეხმარონ ამ ადამიანს.!
მას სჭირდება სერიოზული დახმარება.
მე არ მინდა ის პირადად ვნახო და ფიზიკურად გავუსწორდე, მითუმეტეს სამართლებრივად მივხედო ამ საქმეს,ცილისწამებისთვის ,ჩემი ღირსების და რეპუტაციის შელახვისთვის. ეს არ ჯდება ჩემი ცხოვრების წესში.
მე მეცოდება მისი პატარა შვილი და მშობლები რომლებსაც პირადად ვიცნობ….“
კომენტარები