ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა მოქალაქეებს დეტალურ სამოქმედო გეგმას სთავაზობს:
,,გეგმა! (კონკრეტული)
გამარჯვება შესაძლებელია იმ ვითარებაშიც კი როდესაც „ვიღაცას“ არ აქვს გეგმა. გეგმა უნდა გვქონდეს ჩვენ, არა მათთვის, არამედ ჩვენთვის და საქართველოსთვის.
ჩვენ – საქართველოს მოქალაქეებს ახლა გვაქვს უნიკალური შანსი, ფორმალურად გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, რომლის სიკეთეებითაც ახლა მეტწილად ის ადამიანები სარგებლობენ, რომლებმაც არჩევნები მოგვპარეს. ან ჩვენივე უნიათობით, შიშით, უიმედობითა და აპათიით აღმოვჩნდეთ არნახულ ჭაობში, რომელიც მენტალურად კი არა, ფიზიკურადაც გაგვანადგურებს, გადაგვაგვარებს და საუკეთესო შემთხვევაში გვაიძულებს დავტოვოთ საქართველო და გავიხიზნოთ.
21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და პოლიტიკოსები მე-20 საუკუნის სადღეგრძელოებით გვესაუბრებიან. მათ ძალიან ნათლად უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენ ვიცით რაც დაგვმართა ხელისუფლებამ და არ მხოლოდ მათ – არამედ ოპოზიციამაც, სწორედ თავისი არასწორი და დროს და სივრცეს ჩამორჩენილი საარჩევნო სტრატეგიით.
ადრე დავწერე კონვენტზე აქ და ახლაც მიმაჩნია, რომ ეს სრულიად რეალისტური და ქმედუნარიანი გეგმა იყო, სწორედ ქვემოთ ჩამოთვლილი ელემენტების რეალიზაციით. თუმცა ჩვენ ხომ ყველაფერი მცოდნე პოლიტიკოსები გვყავს, რომელთაც საკუთარი აზრის გარდა არაფერი აინტერესებთ. (ებრაელის წყევლა სჭირთ- შენი არ იცოდე და სხვისი მოსმენის უნარი არ გქონოდესო.)
ჩვენ რაც კარგად გამოგვდის არის თვითორგანიზება. ამ ფორმით მარტივია პროცესების დაგეგმვა და მართვაც.
ამისთვის კი აუცილებელია -გამარჯვების რწმენა.
ახლა კონკრეტული გეგმა:
1. უახლოეს ორ-სამ დღეში შეიქმნას წინააღმდეგობის – ინტერესთა ჯგუფები (ინტერესთა, პროფესიული და სხვა ნებისმიერი ნიშნით) სოციალურ ქსელებში;
2. შეიქმნას ინტერესთა ჯგუფების საკოორდინაციო საბჭო;
3. თითოეული ჯგუფის წევრმა დაიწყონ მუშაობდა საკუთარ გარემოცვაში ჯგუფების რაოდენობრივი ზრდისთვის;
4. ჯგუფებმა დაიწყონ გაფიცვებისა და წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზება;
5. 15 ნოემბრიდან დაიწყოს პერმანენტული გაფიცვები;
6. 18 ნოემბერს ყველა ჯგუფმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გაიმართოს გაფიცვები;
უმნიშვნელოვანესია:
1. თითოეული გაფიცვის შესახებ წინასწარ გაკეთდეს განცხადებები;
2. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, სამომხმარებლო სფეროს წარმომადგენელთა გაფიცვები – ქსელური მარკეტები, რესტორნები, კაფეები;
3. ყველა მშობელმა უნდა გააცნობიეროს, ერთი მარტივი ჭეშმარიტება, მასწავლებლები (ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი), რომლებსაც ერთი მხრივ ევალებათ იზრუნონ მათი შვილების მომავალზე და მისცენ სათანადო განათლება, მეორეს მხრივ პირდაპირი მნიშვნელობით ართმევენ მათ მომავალს; ამიტომ ყველამ პროტესტი უნდა გამოაცხადოს და რამდენიმე დღე, სწორედ ერთი აზრით – „ნუ წაართმევ ჩემს შვილს მომავალს, იყავი მასწავლებელი“ შვილები არ გაუშვან სკოლებში;
4. სტუდენტობას უნდა ესმოდეს, რომ არსებული რეალობის შენარჩუნება კლავს მათ მომავალს და თითოეულ მათგანს რეჟიმის პირდაპირ და ირიბ მსახურად აყალიბებს. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, მათი ორგანიზებული გაფიცვა უმაღლეს სასწავლებლებში მისვლისა და აუდიტორიებში შესვლის გარეშე;
5. ჩვენ შეგვიძლია თუნდაც ერთი დღე – არ გადავიხადოთ კომუნალური გადასახადები, არ ვისარგებლოთ ბანკების მომსახურებით, არ ჩავატაროთ არანაირი ფინანსური – საბანკო ოპერაცია. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმა ხელისუფლებისთვის და არა მხოლოდ;
6. ჩვენ ასევე შეგვიძლია, თუნდაც ერთი დღე – მოვახდინოთ ყველა სახის მაღაზიის და სარესტორნო და სხვა მომსახურების სფეროს პარალიზება, მხოლოდ იმით, რომ არ ვისარგებლოთ მათი მომსახურებით;
7. ჩვენ შეგვიძლია, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თუნდაც ერთი დღე არ ვიმგზავროთ ქალაქიდან ქალაქში არც მატარებლით და არც სხვა სახის ტრანსპორტით;
8. ჩვენ ასევე შეგვიძლია, ერთი დღე ჩამოვიდეთ ავტომანქანებიდან და არ ჩავასხათ საწვავი;
8. ჩვენ ასევე შეგვიძლია, პარალელურად დავიწყოთ აქციები საელჩოებთა,ნ ქართველი ხალხის თანადგომის მოთხოვნით, რათა მათ ზუსტად იცოდნენ – ქართველი ხალხის არჩევანის ქურდებთან ჩვენს ზურგს უკან არ წავიდნენ კომპრომისებზე.
9. ჩვენ ასევე შეგვიძლია – კოვიდმა მოგვცა ამის გამოცდილება – ერთი დღე არ გავიდეთ სახლიდან;
10. ჩვენ ასევე შეგვიძლია ვთხოვოთ დიასპორას ერთი დღე (შერჩეულ და კონკრეტულ დღეზეა საუბარი) არ განახორციელონ ფინანსური ოპერაციები საქართველოსთან გზავნილების სახით;
11. ჩვენ ასევე ბევრი რამ შეგვიძლია – მათაც კი ვისაც ეზარება და ან სხვა მიზეზით არ სურს აქციებში და დემონსტრაციებში მონაწილეობის მიღება, საკუთარი (!) გამარჯვება გამოჭედონ.
(ნამდვილად არ გვაკლია გონიერი ადამიანები ირგვლივ, რომლებიც კიდევ ბევრ რამეს და უკეთესადაც მოიფიქრებენ რაც „ჩვენ შეგვიძლია“. მთავარია სურვილი და დაწყება)
რას გვაძლევს ეს ყველაფერი?
-ქუჩაში გამართულ ცემა ტყეპზე მნიშვნელოვან შედეგს, როდესაც ივანიშვილი ციხეში ვერ ჩააყუდებს ვერავის;
– ხელისუფლება და მისი დამფინანსებელი ბიზნესი უნდა მიხვდნენ რომ პროცესებს მართავს არა მათი სურვილები და ნება, არამედ საქართველოს მოქალქე.
– ამ ყველაფერით მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება არა მხოლოდ ივანიშვილს, რომელიც ეკონომიკის თითოეული სეგმენტიდან ყოველდღიურად იღებს კოლოსალურ შემოსავლებს, არამედ მასთან გარიგებულ ბიზნესმენებს;
-ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური სა სოციალური განაცხადი ყველასთვის – როგორც ეკონომიკის ცალკეულ სეგმენტში ასევე პოლიტიკაშიც, რომ ჩვენ შეგვიძლია საკუთარი ინეტრესების დაცვა, რუსთაველის გამზირის მიღმა, რომელიც უკვე ხელისუფლებას სასაცილოდ არ ყოფნის, ხოლო ოპოზიცია სხვა ალტერნატვივას ვერ ხედევს;
-რადგან ზემოთაღნიშნლი ქმედების მიზანს პოლიტიკური მოთხოვნა წარმოადგენს – ჩატარდეს ხელახალი არჩევნები – ასეთი ორგანიზების შემთხვევაში არ იარსებებენ პოლიტიკოსები და პოლიტიკური ძალები რომლებიც მოლაპარაკებებში შევლენ „ოცნებასთან“ და „გაყიდიან“ პროცესს.
-პოლიტიკურ პარტებს უფლება რჩევათ საკუთარი აქტივის მეშვეობით და არა ხალხის იმედათ განახორციელონ საკუთარი გეგმა;
—–
ბოლოს, ჩვენ შეგვიძლია (!) ამ ნაბიჯ-ნაბიჯ მიღწეული წარმატებების ეფექტი ვნახოთ ხილულად და პარლამენტის სხდომის დღეს, მოვაწყოთ ქვეყანაში ტოტალური გაფიცვა. დედაქალაქში ყველა გაფიცული შეიკრიბოს პარლამენტთან, ხოლო რეგიონებში ადგილობრივ ადმინისტრაციულ შენობებთან. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ივანიშვილი ვერ შეძლებს სრული საპოლიციო ძალების კონცენტრირებას თბილისში.
შეკრებაზე უნდა იყოს ერთი მთავარი მოთხოვნა – ხელახალი არჩევნები და ამის პირობად უნდა იქცეს ურთიერთსოლიდარობა – „არ ვიშლებით“. ეკონომიკა კი წინა დღეებში მიღებული გამოცდილებების საფუძველზე დავტოვოთ პარალიზებული.
ამ ყველაფერს არ სჭირდება ფული, ამ ყველაფერს სჭირდება სურვილი – საკუთარი გამარჯვება შენ უნდა შექმნა!
ხელახალი არჩევნების დანიშვნის შემდეგ (!), გარწმუნებთ ეს მოხდება ამ ბრძოლის შედეგად, ინტერესთა ჯგუფების საკოორდინაციო საბჭოს ბაზაზე დაიწყოს პოლიტიკური აქტივობა. ინტერესთა ჯგუფებმა ჩაატარონ ონლაინ არჩევნები, მათი წარმომადგენლების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვასთან დაკავშირებით.
წარმოდგენილი პერსონებით შეიქმნას პოლიტიკური პარტია, მოძრაობა, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და ეს იქნება სწორედ რომ „საქართველოს მოქალაქის – ნება“.
იმ შემთხვევაშიც კი თუ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას მისცემენ მხოლოდ იმ პარტიებს, რომლებიც რეგისტრირებულნი იყვნენ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ძალიან ადვილი იქნება რომელიმე (არა ამ ოთხი პარტიიდან) პარტიასთან თანამშრომლობა. არიან ისეთები, რომლებიც ჩაიჩოჩებიან!
მერწმუნეთ, ამ შემთხვევაში არჩევნებში გამარჯვება ადვილი იქნება და ერთხელ და სამუდამოდ ჩაირეცხება დაობებული პოლიტიკური კლასი ან მათ მოუწევდათ არა პირადი, არამედ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებით ცხოვრება. მაგრამ ეს უკვე მათი სადარდებელია.
ნუ გეშინია!
იყავი მოქალაქე – გაიმარჯვე!“
კომენტარები