ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი:
,,ტყუილად იმშვიდებს თავს კოლექტიური ქოცი: ქუჩაში ხალხის რაოდენობაზე ბევრად მნიშვნელოვანი სხვა რამაა, რაც 100%-ით ჩვენ ხელშია: თუ ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნებად წოდებული სპეცოპერაციის გაყალბებულ შედეგებს, არ შევა დემოკრატიის ბუტაფორიად ქცეულ “პარლამენტში” და არ გაუპრავებს რუსებს მოპარულ არჩევნებსა და დე ფაქტო სახელმწიფო გადატრიალებას, რუსქოცები ვერასდროს მიიღებენ იმას, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ – ლეგიტიმაციას. არაღიარებას მყისიერი შედეგი არ მოჰყვება, მაგრამ არაღიარება რუსული რეჟიმის დასრულების ერთადერთი გზაა. ოპოზიციამ უნდა შეასრულოს სავალდებულო მინიმუმი, რომელსაც არანაირი ფული, ძალისხმევა და ფანტაზია არ სჭირდება – არ გატყდეს, არ აღიაროს და არ გაუპრავოს რუსს საქართველოს მიტაცება. ლეგიტიმაციის გარეშე დარჩენილი ქოცი ჩვეულებრივი შეიარაღებული ბანდიტია და არა ქვეყნის ხელისუფლება. ეს დიაგნოზი უნდა დაისვას და მას ბუნებრივად მოჰყვება ამ ჭუჭყისგან საქართველოს გათავისუფლება.”
კომენტარები