აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს „რესპუბლიკური პარტიიდან“ დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებამდე ამომრჩეველთა კოლეგიის 22 ხმა აშორებს. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, ამ მომენტისთვის ტრამპს ამომრჩეველთა კოლეგიის 248 ხმა აქვს, ხოლო მის კონკურენტს „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისს – 216. გამარჯვებამდე საჭიროა, რომ რომელიმე კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის 270 ხმა მოიპოვოს.
ტრამპმა გაიმარჯვა ისეთ ე.წ. მერყევ შტატებში, როგორიცაა ჯორჯია და ჩრდილოეთ კაროლინა. არიზონაში, ნევადაში, ვისკონსინში, პენსილვანიასა და მიჩიგანში ხმებს ჯერ ისევ ითვლიან.
კომენტარები