1 წელი თამაზ გინტურის მკვლელობიდან – 2023 წლის 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, 58 წლის თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. სწორედ მასთან ერთად იმყოფებოდა გინტური სალოცავში, რა დროსაც ის ოკუპანტებმა საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. თუმცა, ვინ მოკლა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი, ეს არის მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხი საქართველოში საგამოძიებო უწებებს ერთი წლის თავზეც კი არ აქვთ. ოჯახი მკვლელების იდენტიფიცირებას და მათ დასჯას ამ ხნის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვს.
კომენტარები