ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი:
,,ტრამპის გამარჯვება განაპირობა მშვიდობის დაპირებამ!
დიახ, ამერიკელებს არ სურთ ომი!
გლობალურ ომზე არ ვწერ!
სამოქალაქო ომი არ სურთ!
და ამის ყველა წინაპირობა არსებობდა, საგანგებოდ მოემზადნენ, – შენობებიც კი შეფიცრეს!
ამერიკელებმა მხარი დაუჭირეს ქვეყანაში მშვიდობას და დემოკრატებმა ამიტომაც თქვეს უარი ჩვეულ მასობრივ გაყალბებაზე!
ტრამპს ერთხელ უკვე წაართვეს მოპოვებული გამარჯვება და მაშინ პოლარიზება კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, ამჯერად კი აჯანყების შეეშინდათ, რადგან საფრთხე ძალიან რეალური იყო!
და მაინც, – ტრამპის გამარჯვება ჰარისის დამარცხება არ არის!
ამ ბრძოლაში ჰარისი ტრამპის ერთგვარი, უნებლიე “მოკავშირეც” კი იყო, რადგან ცეცხლზე დასასხმელ ნავთს ისე აზავებდა, რომ მოსალოდნელი ხანძრის მასშტაბი შეემცირებინა!
ამიტომ, ჰარისმაც გაიმარჯვა, რადგან… გადარჩა და დარჩა პოლიტიკაში!”
კომენტარები