დიპლომატი მამუკა გამყრელიძე:
,,მედიაში გამოჩნდა ცნობა, თითქოსდა ევროკავშირში უკვე მიღებულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება. არ მინდა დავიჯერო, რომ ევროკავშირის მოხელეები მსგავს სისულელეს ჩაიდენენ.
საქმე იმაშია, რომ თუ ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს სანდოდ და ტრანსპარენტულად არ მიიჩნევ და ამ ქვეყნის მთავრობას არჩევნებში გამარჯვებას არ ულოცავ, ე.ი. თვლი, რომ არჩევნები გააყალბეს. გამოდის, რომ იმის მაგივრად, რომ ობიექტურობა გამოიჩინო და გამყალბებლებს სანქციები დააკისრო, შენ სჯი იმ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას, რომელმაც დასავლურ კურსს, ანუ შენ, ევროკავშირს მოგცა ხმა !
ვერ ხვდებიან, რომ ეს უკუშედეგს გამოიღებს ?”
კომენტარები