არჩევნების გაყალბების საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ზურა გირჩი ჯაფარიძე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება. როგორც ზურა ჯაფარიძემ სასამართლოში მისვლისას განაცხადა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, არაერთი მტკიცებულება არსებობს და სურვილის შემთხვევაში ამის დადგენა უპრობლემოდ მოხდებოდა.
“რასაც ესენი აკეთებენ, არის ის რომ მე მაცდენენ და სხვებსაც აცდენენ და მაგაში გაჰყავთ დრო და ფიქრობენ, რომ ამით ვინმეს შეაშინებენ. რა მოხდა არჩევნებზე და როგორ მოიპარეს არჩევნები, ამით სავსეა ინტერნეტი. თუ ვინმეს მართლა აინტერესებს, ამის გამოძიება პრობლემა არაა და არც მტკიცებულებების მოკვლევაა პრობლემა. მათ შორის ანგარიშები დაიწერა არაერთი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა არჩევნებზე.” – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
არჩევნების გაყალბების საქმეზე უკვე გამოიკითხნენ ძლიერი საქართველოსა და “გახარია საქართველოსთვის” ლიდერები.
კომენტარები