ქართველ ემიგრანტებს გერმანიიდან სამშობლოში იძულებით აბრუნებენ. გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ყვებიან, რომ მათ მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, პირდაპირ ქუჩებიდან იტაცებენ და გაურკვეველი დროით სპეციალურ ცენტრში მიჰყავთ, საიდანაც მათი სამშობლოში დაბრუნება უნდა მოხდეს.
“ყველა ემიგრანტი არის დაჩაგრული და ყველა ემიგრანტი არის წვალებით მიღწეული ყველაფერს და უცბად მოდიან და გადეპორტებენ. გვეუბნებიან, რომ საქართველოს მთავრობა გითხოვთ და საქართველოს მთავრობა მემგონი, კარგად ვიცით ვინ არის და რა არის,”- აცხადებს ერთ-ერთი ემიგრანტი.
კომენტარები