კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალებში მომსახურების ტარიფები გაძვირდა.
ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ გაძვირების მიზეზი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.
ახალი ტარიფების მიხედვით, ვარძიისა და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალებში შესასვლელი ბილეთის ღირებულება მოზრდილი ასაკის მოქალაქეებისთვის 15 ლარით განისაზღვრა.
ვარძიისა და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალებში ქართულენოვანი საექსკურსიო მომსახურება – გიდი 25 ლარი, უცხოენოვანი მომსახურება კი 45 ლარი გახდა.
სიახლეს უარყოფითად აფასებს ვიზიტორთა ნაწილი, რომელიც უფლისციხის დასათვალიერებლად ჩავიდა.
„15 ლარი ერთი კაცი ღირს, მივტრიალდით, მივდივართ. 45 ლარი რატომ უნდა გადავიხადო ჩემს მიწაზე, ჩემი რაღაც რომ ვნახო“, – ამბობს „დიანიუსთან“ ერთ-ერთი ქართველი ვიზიტორი.
რაც შეეხება უცხოელ დამთვალიერებელს, ერთ-ერთი ვიზიტორი ამბობს, რომ ტარიფები მისაღებია, თუმცა თუ კიდევ გაიაფდება, მეტი ტურისტი ჩამოვა.
„პრაიმთაიმი“
კომენტარები