წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია:
წალენჯიხაში სამი წლის წინ პირველი რაც გავაკეთეთ ქ. ჯვარში ხელოვნურსაფარიანი სტადიონი გახლდათ.იყო დიდი სიხარული, რადგან სტადიონი ჩვენი მეგობარი ფორმულა ჯგუფის პირველი საჩუქარი გახლდათ.ხასხასა მწვანე სტადიონზე სასტვენის ჩაბერვით, ბურთიც და მოედანიც ხალხს გადავეცით.ჩვენთვის იყო დღესასწაული.…მედიებს შორის პოსტ.ტვ გამოირჩეოდა.ის იყო აგრესიული, უტაქტო და გაუგებრად შეურაცხმყოფელი.მახსოვს, როდესაც ჟურნალისტი “კითხვას” ტელეფონში გახსნილი “ჩათიდან” კითხულობდა და გია ხარჩილავა / Gia Kharchilava – ს დევნა არ დაასრულა, ვუთხარი; მოვა დრო და ინანებთ ახლა რასაც აკეთებთქო.მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ “დევნა”, შეურაცხყოფა, დეზინფორმაცია, ჩასაფრება, ცრუ ბრალდებები, სახელოსუფლებო მედიისაგან ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ყოველდღიური რუტინა გახდებოდა.ეს იყო სტრესი!რა რესურსი იხარჯებოდა დედაქალაქიდან, ამ არხების ჟურნალისტების, ოპერატორების, მძღოლების მივლინებებში ადვილი წარმოსადგენია.იმედია დაისვენეს.უბრალოდ ამ ჟურნალისტებს მინდა ვკითხო: ეს იყო მიზანი?ანუ ჟურნალისტი, ოპერატორი და მძღოლი ეს თანამედროვე სახეცვლილი “тройка”-ა სამიზნის ლიკვიდაცია რომ ავალია?!– მაშინ, მიზანი მიღწეულია.უბრალოდ, მოვა დრო და მიხვდებით, რომ დანაშაულის ის იარაღი ხართ, მკვლელობის შემდეგ რომ იშორებენ!და ბოლოს.ამ არხების, ყველა ჟურნალისტი და ოპერატორი იყო პანაშვიდებზე. ადამიანურად დაწყდათ გული. თუმცა, ის ადამიანი ამას ვეღარასოდეს გაიგებს, რადგან აღარაა.ა დ ა მ ი ა ნ ი ა ღ ა რ ა ა !ჟურნალიზმი კი პასუხისმგებლობაა-პასუხისმგებლობა საკუთარ საქციელზე.პ.ს ახლაც ყურში ჩამესმის გიას სიტყვები :” – რა ჯანდაბააა თამარ!”
კომენტარები