11 ახალი შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია. 9 განეკუთვნება ბოლნისის ორ სოფელს – გეტასა და მუშევანს, 2 კი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„დღევანდელი მონაცემებით კოვიდ-ცენტრებში 226 პაციენტი მკურნალობს. 11 ახალი შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია. 9 განეკუთვნება ბოლნისის ორ სოფელს – გეტასა და მუშევანს, 2 კი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. 11 ახალი პაციენტიდან ჩვენთან არც ერთი არ შემოსულა. გუშინ 3 პაციენტი გაეწერა და დღეს გვყავს 26 პაციენტი. მძიმე პაციენტი კვლავ ორია, ერთ მათგანთან რამდენიმე დღეა შეინიშნება გაუმჯობესების ნიშნები, მეორეს მდგომარეობა კი კვლავ არასტაბილურია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსით 713 ადამიანი დაინფიცირდა, 475 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
კომენტარები