ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა TV ფორმულას ეთერში, თქვა:
🔻 “სტატუს-კვო, ვისთვისაც არ უნდა იყოს მისაღები, ეს არის ქართველი ხალხი. ხალხისთვის, რომელსაც გაუუქმეს ევროპული მომავალი. ევროპული მომავალი არ გაუუქმებიათ ფრანგებისთვის და გერმანელებისთვის. ამიტომ, ხაზგასმით მინდა ვთქვა, მე მესმის ადამიანების ფრუსტრაციის, რომლებიც ამბობენ, რომ მოვდივართ აქციებზე და მერე რა. აქციებზე მოგვიწევს სიარული ძალიან დიდხანს. ვინმეს თუ აქვს მოლოდინი, რომ ერთ აქციაზე მოვა და მეორე დღეს ბიძინა თავზე ქუდს დაიხურავს და წავა, ეს ასე არ იქნება.
აქ მინდა გამოვეხმაურო კრიტიკას პოლიტიკოსების მიმართ. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია. შეიძლება მეტი უნდა შეგვეძლოს, შეიძლება ნაკლები შეგვძლებოდა. მაგრამ წინააღმდეგობა საზოგადოების შედგება საზოგადოებისგან, თითოეული მოქალაქისგან… ძალიან დიდი რამ არის დამოკიდებული ახლა საზოგადოებაზე. მე, ცოტა საყვედურით ვიტყვი, არ მომწონს ღლიცინის დამოკიდებულება, რომელშიც გადავიდა სოციალური ქსელი, დაცინვით საუბარი ამ პროცესებზე. კი კარგია სიცილი, მაგრამ გასაცინი დღეს ჩვენ არაფერი გვაქვს, ტრაგედიის წინაშე დგას ქვეყანა.
ბრაზი, რომ ჩვენ 35 წლის შემდეგ გვაბრუნებენ იქ, საიდანაც დავიწყეთ, რაც გვქონდა, იმასაც გვაკარგვინებენ, საზოგადოებამ უნდა მოძებნოს ძალა, რომ გამოხატოს. მათ შორის ჩვენი ხელშეწყობით, ცხადია. პარტიები ყოველდღე ვიკრიბებით სხვადასხვა ადგილას. საზოგადოებამ, ჩემი აზრით, უნდა გააცნობიეროს, რამხელა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენ განვაცხადოთ, ეს სტატუს-კვო არ არის ქართველი ხალხისთვის”
კომენტარები