ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე საუბრობს და ამბობს, რომ “გაყალბების სერიოზული ეჭვები არსებობს”.
მე ვიცი ქართველი ხალხის გულწრფელი სურვილი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ჩვენ, ევროკავშირის მხრიდან, მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როდესაც გადავწყვიტეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. მეორე მხრივ, არჩევნები ჩატარდა და არის სერიოზული ეჭვები გაყალბების შესახებ, რაც სერიოზულ გამოძიებას მოითხოვს. ჩვენ გვჭირდება სიცხადე ამ პროცესის შესახებ, რათა ყველაფერი სამართლიანად და გამჭვირვალედ გაკეთდეს. ამის შესახებ ეჭვები არა მარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც არსებობს“, – განაცხადა მან.
კომენტარები