ნამდვილად მაწუხებს რუსეთის გავლენა საქართველოსა და მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებზე, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მეტე ფრედერიქსენის თქმით, ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე.
„ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე. ამიტომ, ვფიქრობ, არჩევნების შეფასება მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა დანიის პრემიერმა.
კომენტარები