პარტიის „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი. თეონა აქუბარდია, ბრიფინგზე ამბობს, რომ რუსეთმა უკმაყოფილე გამოთქვა იმით, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოიპოვა ქართულმა ოცნებამ და შესაბამისად, ქვეყანა გააგრძელებს “კონსტიტუციის დებულებებს ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და ეროვნული შეიარაღებული ძალების მშენებლობას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებით.” თეონა აქუბარდია იმასაც ამბობს, რომ კონსტიტუციიდან ამ მუხლების ამოღების გარეშეც ახერხებს ხელისუფლება, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის შეწყვეტას, თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ კონსტიტუცია შეცვლილიყო ამ კუთხით და ქვეყანა დეკლარირებულად დარჩენილიყო დასავლეთის დახმარების გარეშე, ისტორიულ მტერთან პირისპირ მარტო.
გუშინ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 62-ე რაუნდზე, არჩევნებიდან 1 კვირაში, კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, თუ რა დიდი საფრთხე შეუქმნა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ნამდვილ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ღიად არის გამოყენებული ივანიშვილის მიერ საკუთარ სამშობლოზე ომის გადაბრალების და მეორე ფრონტის გახსნის პროპაგანდა, როგორც შესაძლებლობა დამატებითი ზეწოლის მოსახდენად ჩვენს მიერ ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისთვის. ამასთან, პირველად ჟენევის ფორმატში რუსეთმა ღიად დააფიქსირა უკმაყოფილება საქართველოს ევროატლანტიკური კურსის კონსტიტუციური ჩანაწერის შესახებ.
ციტატა განცხადებიდან: „ამ ამოცანების აქტუალობა განაპირობა ოფიციალური თბილისის აღიარებამ, რომ თავად საქართველოში და მის მიღმა არებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამუშავებენ გეგმებს რუსეთის წინააღმდეგ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში “მეორე ფრონტის” გახსნის შესახებ, ასევე რეგულარუდად ადასტურებენ საქართველოს კონსტიტუციის დებულებებს ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და აგრძელებენ ეროვნული შეიარაღებული ძალების მშენებლობას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა არჩევნებიდან მალევე გამოავლინა უკმაყოფილება „ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის ვერ მიღებასთან დაკავშირებით, მიუხედავად ფაქტობრივად საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შეწყვეტილი შესაძლებლობისა.
რუსეთის და ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების მარიონეტული რეჟიმების მხრიდან ჟენევის დისკუსიების მინსკში გადატანის საკითხზე პედალირებაც, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რუსეთის ამოცანას-დატოვოს საქართველო დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე და კიდევ მეტად მიიტაცოს ჩვენი სუვერენიტეტი.
მოვუწოდებ ივანიშვილის „ოცნებას“, გამოვიდეს და უთხრას ხალხს სიმართლე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ილუზიების შექმნის ნაცვლად და ახსნას, რას უპირისპირებს რუსეთის ამ პოლიტიკას საქართველოს უსაფრთხოების და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად მაშინ, როცა საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციის პოლიტიკის შემოქმედი თავად ის არის!
კომენტარები