ადამიანებმა ვიცით, რომ ადრე, თუ გვიან გარდავიცვლებით. ყველა ისე ირჩევს თავისი ცხოვრების გზას, როგორც თავად სურს. ზოგი ისე ცხოვრობს, თითქოს თითოეული დღე ბოლო იყოს, ზოგი ცდილობს ისე იცხოვროს, აუგის მთქმელი არავინ დარჩეს, ზოგი კი მთელი ცხოვრება ინახავს ერთ ხელ, ახალ ტანსაცმელს, რომლითაც სურს, რომ გაასვენონ. წლიდან წლამდე ამზეურებს ხოლმე კიდეც.
როცა ბაბუა გარდაიცვალა, ბებიამ განაცხადა, ბარემ საფლავის ქვაზე ჩემი ფოტოც და სახელ-გვარიც მიაწერეთ, მზად მინდა იყოსო. ყველანი წინააღმდეგნი ვიყავით, მაგრამ ბებო ჯიუტი ქალი იყო, ადვილად ვერ გადაარწმუნებდი. ქვა რომ შევუკვეთეთ, ოსტატმა იტირა, როგორ ყვარებიათ ერთმანეთი, ერთად გარდაცვლილანო.
საქართველოში გვიყვარს პომპეზურობა, იმდენად, რომ სიკვდილიც პომპეზურად გვინდა. როგორც ვამბობთ ხოლმე ყველაფერს თავისი წესი და რიგი აქვს, მათ შორის დაკრძალვასაც.
დაკრძალვის ცერემონიალს ადრე ოჯახი თავად უძღვებოდა. ოჯახის ახლობლებიდან ირჩევდნენ თავკაცსა და თავქალს და ისინი ხელმძღვანელობდნენ პროცესს.
მიუხედავად იმისა, როგორი გამოცდილი იყო თავკაცი, თუ თავქალი, ყველა დეტალში მაინც ოჯახის ჩარევა ხდებოდა საჭირო და ასეც რომ არ ყოფილიყო, ყველა რიტუალის დაგეგმვა, ჭირისუფლის გასაგონ-დასანახად ხდებოდა.
მამა რომ გარდამეცვალა, იმავე საღამოს მესმოდა, გვერდით ოთახში როგორ განიხილავდნენ, რამდენი კილო ყველი, რამდენი კილო ლობიო იქნებოდა საყიდელი.
იმწამს ისე კონტრასტული იყო ჩემს ტკივილთან ის, რაც გვერდით ოთახში ხდებოდა, მახსოვს, გავაპროტესტე. მაშინ ბიძაჩემმა მკითხა, მამა დადიოდა თუ არა გასვენებასა და ქელეხში და ჩემი აზრით, რატომ? ენდომებოდა, თუ არა მამას, ისიც გაეცილებინა ახლობლებს 3-3 ჭიქა სასმელით? – არ ვიცოდი, მაგ თემაზე მასთან არასოდეს მისაუბრია და გავჩუმდი, უფრო იმიტომაც გავჩუმდი, ალბათ, რომ პასუხი ისედაც ვიცოდი.
ქელეხის სუფრა ქვეყნის ყველა კუთხეში განსხვავებულია, მაგალითად, დასავლეთ საქართველოში შეგიძლია მოისმინო, რომ ქელეხის ლობიოს და ფლავს სხვა გემო აქვს, განსაკუთრებული და კახეთში კი, იგივეს ჩაქაფულზე იტყვიან.
ამ გადასახედიდან, მაინც მგონია, რომ დაკრძალვის რიტუალები და ქელეხი მიცვალებულის გასაცილებლად არ მოგვიგონია, არამედ, ჩვენთვის, ჭირისუფლისთვის, ჩვენი სიმშვიდისთვის და ნიშნად იმისა, რომ ცხოვრება გრძელდება.
ბევრმა, ალბათ, არ იცის და ადრე მიცვალებულს, გასვენების წინა ღამით რამდენიმე ადამიანი იმ ტანსაცმელს აცმევდა, რითიც ბოლო გზაზე აცილებდნენ. უმეტესად, ამას ისინი აკეთებდნენ, რომლებიც არ იყვნენ ოჯახის ახლობლები, რადგან ახლობლებს უჭირდათ ამ პროცესის დანახვაც კი. ამას განბანვის და ჩაცმის რიტუალს ეძახდნენ. დიდ მადლად იყო მიჩნეული. ასევე, ეს იყო საქმე, რომლისთვისაც აუცილებლად უნდა გადაგეხადა საფასური, უმეტესად საჩუქრის სახით.
დღეს ჭირისუფალს შეუძლია თავიდან აირიდოს სარიტუალო მომსახურების დაგეგმვა, ასობით დეტალის გათვალისწინება, ნერვიულობა ასობით წვრილმანზე, ქელეხისთვის ადგილი, სასახლის არჩევა, მაცივრის თუ ბალზამირების შეკვეთა. დღეს, როგორც იქნა, შეუძლია, იმით დაკავდეს, რაც იმ წუთებში ყველაზე მეტად სურს – გლოვით და საყვარელ ადამიანთან გამომშვიდობებით.
რა მომსახურების გაწევა შეუძლია დამკრძალავ ბიუროს?
ყველა იმ მომსახურების გაწევა, რაც ოჯახს სურს, იქნება ეს კატაფალკა, თუ მაცივარი, ბალზამირება, თუ ყვავილების მოვლა ადგილზე და გადატანა, სასაფლაოს არჩევა თუ სასახლის, სარიტუალი დარბაზის შემოთავაზება თუ ქელეხის დაგეგმვა, საფლავის ქვის შეკვეთა და მომზადება, თუ სასაფლაოს მოპირკეთება და მოვლა.
დამკრძალავი ბიურო სრულადაა მორგებული საჭიროებებს და პაკეტებადაც აქვს დაყოფილი მომსახურება, რათა ოჯახმა ზედმეტი დროის დახარჯვის გარეშე აირჩიოს, ფასის და საჭიროების მიხედვით.
თუმცა, როგორც არ უნდა იყოს პაკეტები მომსახურების მიხედვით შედგენილი, მაინც, ყოველთვის შეიძლება საჭირო გახდეს ინდივიდუალური მომსახურების დამატება ან რომელიმე მომსახურების გამოკლება და კომპანია ამისთვისაც მზადაა.
რის მიხედვით უნდა შეარჩიოს ოჯახმა დამკრძალავი ბიურო?
ალბათ, ფიქრობთ, რომ მომსახურების მიხედვით? კი, ეგაც მნიშვნელოვანია, მაგრამ სასახლის არჩევა ჭირისუფლის სურვილის მიხედვით ბევრს შეუძლია და ემპათია – ყველას არა. კატაფალკასაც ბევრი უზრუნველჰყოფს, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ ეს მხოლოდ ბიზნესი არაა, და დიდ პროფესიონალიზმს მოითხოვს.
პირველ რიგში, უნდა მოახერხოს და ოჯახს გულწრფელად აჩვენოს, რომ შეუძლია გარდაცვლილის ხსოვნის პატივისცემა, სამძიმრის გამოხატვა, ესმის, რას ნიშნავს ჭირისუფლისთვის საყვარელი ადამიანის ბოლო გზაზე გაცილება.
აუცილებელია, დამკრძალავი ბიუროს გუნდს შეეძლოს წვრილმანი დეტალების გათვალისწინება – რიტუალების დაგეგმვა კონცენტრაციის მაღალ უნარს და დიდ ყურადღებას საჭიროებს.
ასევე, ამ გუნდს უნდა ესმოდეს, რომ ჭირისუფალი დაღლილია, განერვიულებული, გაღიზიანებული და მასთან კომუნიკაცია განსაკუთრებულ უნარებს მოითხოვს.
ეს ის სამი აუცილებელი თვისებაა, რომლის მიხედვითაც ოჯახი დამკრძალავ ბიუროს ირჩევს.
მომსახურების ფასი
ფასი განისაზღვრება მომსახურების მიხედვით, ზოგი ირჩევს საბაზისო მომსახურებას და ზოგიც სრულ პაკეტს, შესაბამისად, ფასი განსხვავებულია.
თუმცა, ფასის დაზოგვისთვის რამდენიმე რჩევა მაინც მაქვს:
– თუ დამკრძალავ ბიუროს თავად აქვს კატაფალკა, მაცივარი და არ არის შუამავალი კომპანია, რომელიც საბაზისო მომსახურებისთვის ტექნიკას ქირაობს, ამ შემთხვევაში, ნაკლებ ფასად შეუძლია მომსახურების გაწევა.
– თუ დამკრძალავ ბიუროს ჰყავს ბაზარზე პარტნიორები, მაგალითად, სარიტუალო დარბაზების სახით, შესაძლებლობა აქვს, პარტნიორისთვის გათვალისწინებული ფასდაკლებით ისარგებლოს და შესაბისად, ესეც გაძლევთ თანხის დაზოგვის საშუალებას.
რომელ ქალაქში შეგიძლიათ ისარგებლო დამკრძალავი ბიუროს მომსახურებით?
მომსახურების მიღება შეგიძლიათ ნებისმიერ ქალაქში. პირველ რიგში, ეცადეთ თქვენს ქალაქთან ახლომდებარე დამკრძალავი ბიურო მოძებნოთ, თუ განცხადებებს ყურადღებით გაეცნობით, ასეთს აუცილებლად იპოვით.
თუმცა, თუ ისეთი ბიუროს მომსახურება მოგინდებათ, რომელიც თქვენი საცხოვრებლიდან შორს მუშაობს, ესეც შესაძლებელია.
აუცილებლად გაითვალისწინეთ – გაეცანით კომენტარებს განცხადებების ქვეშ – როგორც ზემოთ ვთქვი, ეს საქმიანობა დიდ პროფესიონალიზმს, ყურადღებას და კომუნიკაციის განსაკუთრებულ უნარს მოითხოვს, მას ადამიანებმა უნდა ანდონ საყვარელი ადამიანის ამ ქვეყნიდან გაცილების რიტუალის დაგეგმვა და შესაბამისად, რეკომენდაციებს დიდი მნიშვნელობა აქვს. კომენტარები სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.
რომელი აღმსარებლობის ადამიანს შეუძლია ისარგებლოს მომსახურებით?
ადამიანები დიდი ხანია უკვე შეთანხმდნენ რომ ყველანი თანასწორნი ვართ, სქესის, ეროვნების, აღმსარებლობის განსხვავების მიუხედავად.
მეტიც, ომში მოკლულ მტერსაც კი, პატივისცემით და აღმსარებლობის შესაბამისად კრძალავდნენ ჩვენი წინაპრები.
დამკრძალავი ბიუროები, ნებისმიერი აღმსარებლობის შესაბამისად ახერხებენ მომსახურების გაწევას და ნებისმიერი აღმსარებლობისთვის გათვალისწინებულ რიტუალებს ასრულებენ პროფესიონალურად.
სად შეიძლება შეარჩიო დამკრძალავი ბიურო?
გარდაცვალების ზუსტი თარიღი წინასწარ არავინ იცის. შესაბამისად, ეს ის მომსახურებაა, რომელსაც ვერ დაგეგმავ, რომლისთვისაც არ გაქვს დიდი დრო, არ შეგიძლია დამკრძალავი ბიურის შერჩევას რამდენიმე დღე დაუთმო. ყველაზე მოსახერხებელი მომსახურების ინტერნეტში პოვნაა. ოღონდ, აქაც არ გირჩევთ ბრმად ძებნას. როგორც წესი, მომსახურების მიღება, მაცივარი მაგალითად, უკვე პირველივე საათებიდანაა საჭირო, ამიტომ რაც შეიძლება ნაკლებ დროში უნდა მოახერხოთ დაქირავება პროფესიონალი გუნდის, რომელიც ყველა დეტალს ყურადღებით მოეკიდება და საჭიროებისამებრ იმოქმედებს.
ვფიქრობ დამკრძალავი ბიუროს პოვნა ყველაზე მოსახერხებელი იმ საიტზეა, რომლის პროფილიც ზოგადად მომსახურების სფეროა და სადაც არაერთი განცხადებაა განთავსებული. რაც მეტი განცხადებაა ერთად თავმოყრილი მით მეტია კონკურენცია ფასისა და ხარისხის მიხედვით. თუმცა, საბოლოოდ, საქმის განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, ფასსა და თქვენ წარმოიდგინეთ, ხარისხზე მეტადაც კი, მაინც ადამიანური ფაქტორი, პიროვნული თვისებებია გადანყვეტი.
დიდხანს და რაც მთავარია, ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ.
(R)
კომენტარები