ევროკომისია თავის თანამშრომლებს აფრთხილებს, რომ ბრიუსელი სავსეა ჯაშუშებით, რის გამოც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ. ამ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს. ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ჯაშუშებისგან მომავალი საფრთხელ რეალურია და შესაძლოა ისინი ევროკავშირის საიდუმლოებების მოპარვაზე მუშაობდნენ.
ბელგიის უსაფრთხოებაში თვლიან, რომ ზოგიერთ საელჩოში დიპლომატების 10-20 პროცენტი დაზვერვის თანამშრომელია და ასეთივე ეჭვი არსებობს ბრიუსელში მომუშავე ჩინელ ჟურნალისტებთან დაკავშირებით. დასავლეთის უშიშროების სააგენტოები ასევე აცხადებენ, რომ რუსული ჯაშუშობის საფრთხე უკრაინაში ომის დაწყების სემდეგ განსაკუთრებით არის გაზრდილი
კომენტარები