ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბუდაპეშტში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “ევროკავშირი და დონალდ ტრამპი უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე საუბარს გამართავენ”.
კერძოდ, ევროკომისიის პრეზიდენტის ინფორმაციით, ევროკავშირი შტატებთან რუსული აგრესიის შეკავების მნიშვნელობაზე იმსჯელებს.
ჩემი აზრით, ჩვენთვის ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან უფრო მნიშვნელოვანია იმის განხილვა, რომ რუსეთი საფრთხეა არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ მთლიანობაში გლობალური უსაფრთხოებისთვისაც. ვინაიდან რუსეთი არა უბრალოდ ავტოკრატიაა, რომლებიც დემოკრატიებს ემუქრება, არამედ ის სულ უფრო უახლოვდება ირანს, ჩრდილოეთ კორეას, რომლებიც ჩინეთთან ერთად ამ ომს კვებავენ,” – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
კომენტარები