თბილისში უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ცნობით, ორთაჭალაში, ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა მძღოლი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები