გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს მიმართავს.
როთი კობახიძეს ურჩევს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცზე არ ინერვიულოს:
ძვირფასო ირაკლი კობახიძე, არ იდარდოთ ჩვენ კანცლერზე. მაგრამ ჩვენ ვდარდობთ თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. რატომ? მოდი შევხვდეთ და ვილაპარაკოთ.
მე მინდა დაგპატიჟოთ თბილისში, თქვენს საყვარელ კაფეში. იქნებით თუ არა თავისუფალი ორშაბათს?”, – წერს X-ზე როთი.
ირაკლი კობახიძემ 3 ევროპელი ლიდერის, მათ შორის გერმანიის კანცლერის ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა:
“ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს და როგორ მოიცალა საქართველოსთვის, არ ვიცი. მას დაეშალა კოალიცია, უახლოეს მომავალში დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, მე მგონი, გერმანიის კანცლერს უფრო მეტად უნდა ეცალოს საკუთარი პრობლემებისთვის და არა საქართველოს თემებთან დაკავშირებით უნდა აკეთებდეს განცხადებებს”
კომენტარები