ნიკოლოზ ბასილაშვილმა იაპონიის ქალაქ კობეში, ჩელენჯერის ტურნირზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო.
ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში სამხრეთაფრიკელი ფილიპ ჰენინგი ორ სეტში – 6:3, 6:4 დაამარცხა.
კობეს ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად ნიკოლოზს ერთი შეხვედრის მოგება სჭირდება, მისი მეტოქე საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იაპონელი მორია იქნება.
კომენტარები