აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ახლად არჩეულ 47-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, თეთრ სახლში, 13 ნოემბერს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესმდივანი კარინე ჟან-პიერი ავრცელებს.
“პრეზიდენტ ბაიდენის მიწვევით, პრეზიდენტი ბაიდენი და არჩეული პრეზიდენტი ტრამპი ოთხშაბათს შეხვდებიან ოვალურ კაბინეტში,” – განაცხადა პრესმდივანმა.
შეგახსენებთ, რომ ბაიდენი ტრამპს გამარჯვების შემდეგ ტელეფონით ესაუბრა, არჩევნების მოგება მიულოცა და ძალაუფლების გადაბარების პროცესთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად, თეთრ სახლში მიიწვია.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.
კომენტარები