მოსკოვთან ახლოს, სამხედრო- საჰაერო ძალების ვერტმფრენმა, MI-8-მ ავიაკატასტროფა განიცადა. ამის შესახებ ინფორმაციას თვდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
აღნიშნული ინციდენტი ქალაქ კლინ-შ მოხდა იმ დროს, როდესაც ექიპაჟი სასწავლო-სავარჯიშო ფრენას ასრულებდა. წინასწარი ინფორმაციით, საფრენი აპარატი ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა. პილოტები ჩამოვარდნის შედეგად მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად გარდაიცვალნენ. ვერტმფრენი საბრძოლო კომპლექტის გარეშე მიფრინავდა.ფრენის პარამეტრების რეგისტრატორი და ხმის ჩამწერი შავი ყუთები ნაპოვნია.
კომენტარები