ამ შენობაში [ცესკოში] არ არსებობს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი კომისია. ეს შენობა [ცესკო] ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის სამსახურშია. ამიტომ ჩვენ გვაქვს ერთადერთი გამოსავალი – ქუჩაში მშვიდობიანად ვიბრძოლოთ და დემოკრატია, ჩვენი უფლება დავიბრუნოთ და ხელახალი არჩევნები ჩავატაროთ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ ცესკო-ში მიმდინარე სხდომიდან გააძევების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე შეფასებით, ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი, გიორგი ჯავახიშვილი არიან “გამყალბებლები, ბოროტმოქმედები”.
“ამ შენობაში [ცესკოში] არ არსებობს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი კომისია. ეს შენობა [ცესკო] ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის სამსახურშია. ამიტომ ჩვენ გვაქვს ერთადერთი გამოსავალი – ქუჩაში მშვიდობიანად ვიბრძოლოთ და დემოკრატია, ჩვენი უფლება დავიბრუნოთ და ხელახალი არჩევნები ჩავატაროთ, რომელიც მონაწილეობას ვერ მიიღებენ, ისეთი გამყალბებლები, როგორიც არიან გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი ჯავახიშვილი. ისინი არიან მთავარი გამყალბებლები, ბოროტმოქმედები და დადგება დღე საქართველოში, როცა ყველა გამყალბებელი, ბოროტმოქმები პასუხის კანონის წინაშე აგებს. ჩვენი საჩივარი ეხებოდა კონკრეტულ დარღვევებს, რომელიც ეხება კონსტიტუციური უფლების – ფარულობის დარღვევას, ამომრჩეველთა ნების კონტროლს, წინასაარჩევნო პერიოდში მოსყიდვას, დაშინებას, პირადობის მოწმომების ჩამორთმევას. მათ შორის, ელექტორონული ტექნოლოგიის ხარვეზებს, ვერიფიკაციის აპარატს, რომელიც სავარაუდოდ ე.წ. კარუსელებისთვის გამოყენებული იქნა ”, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ცნობისთვის, ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლაშა ფარულავა ცესკო-ში მიმდინარე სხდომიდან გააძევა, სადაც საჩივრებს განიხილავენ.
ლაშა ფარულავამ ცესკო-ს წარმომადგენლებს არჩევნების გამყალბებლები უწოდა.
ამ დროისთვის, ცესკო-ში “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” საჩივარს ლილი ბეგიაშვილი წარადგენს.
კომენტარები