უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის გიორგი ტიხის განცხადებით, კიევი წინასწარ არ იყო ინფორმირებული აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპსა და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შესახებ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინული მხარე წინასწარ ინფორმირებული იყო თითქოს და სატელეფონო საუბრის შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს“, – ციტირებს სააგენტო ტიხის.
შესაბამისად, დასძინა უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელმა, კიევს არ შეეძლო მხარი დაეჭირა ან არა ამ სატელეფონო საუბრისთვის.
ცნობისთვის, The Washington Post-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპსა და პუტინს შორის გასულ ხუთშაბათს სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც წყაროები აცხადებენ, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს ურჩია, უკრაინაში ომის ესკალაცია არ მოახდინოს. ტრამპმა გამოხატა ინტერესი შემდგომი საუბრებით, რათა განიხილონ უკრაინაში ომის მალე გადაწყვეტა.
კომენტარები