ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა თბილისში, საქართველოს პრეზიდენტსა და ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტების დელეგაციებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა [სინქრონული თარგმანი]:
,,აშკარაა, რომ ოპოზიცია აქ აბსოლუტურად არ აფასებდა იმ ფაქტს, რომ ბევრ საქართველოს მოქალაქეს, სრულიად სამართლიანად ეშინია ომისა და აგრესიის იმიტომ, რომ “გლობალური ომის პარტია” არსებობს – ეს გახლავთ რუსეთი.
მე სრულად მესმის ის, რომ ადამიანები დაუცველად გრძნობენ თავს და მესმის, რომ განსაკუთრებით თქვენ ქვეყანაში იმიტომ, რომ 20% თქვენი ტერიტორიების გახლავთ რუსული ოკუპაციების ქვეშ.
ეს დიდი იმედგაცრუებაა, ჩვენ ევროპაში – გერმანელებმა, ფრანგებმა და ყველამ თვალები დავხუჭეთ 2008 წელს, შორს ვიყავით მეგობრები და მოკავშირეები, მაგრამ ჩვენ ვეცადეთ, გვესწავლა ჩვენს შეცდომებზე – ამიტომ, უნდა ცოტათი მოთმინებით მოგვეპყროთ ჩვენ.
ზოგჯერ დრო სჭირდება, რომ შემოტრიალების წერტილს მივაღწიოთ.
[…] ჩვენ უნდა შევქმნათ უზარმაზარი კოალიცია გლობალური ომის პარტიის, რუსეთის წინააღმდეგ – ეს გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რატომ ვიმყოფებით აქ და ყველას მოგესალმებით, თუ შემოგვიერთდებით.
უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ისტორიულად როცა ასეთი გახსნილი გონებით, უფრო ყურადღებით ვუსმენდით ჩვენს მეგობრებს პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში – უფრო უკეთ რომ მოგვესმინა, ახლა აქ, აღმოსავლეთ ევროპაში სიტუაცია გაცილებით უკეთ იქნებოდა.“ (ტაბულა)
კომენტარები