შვედეთის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ერიკ ოტოსონმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ქართველ მოქალაქეებს მიმართა:
გამარჯობა ევროპელებო, მე ვარ ძალიან ამაყი, რომ დღეს მომეცა საშუალება თქვენთან ერთად ვიდგე. ვიყავი ამაყი, ქართველი ხალხი და ქართველი სახელმწიფო დადგა რუსული სახელმწიფოს წინააღმდეგ. მე ახლა მომეცა საშუალება თქვენს გვერდით ვიდგე, როდესაც თქვენ იბრძვით თქვენი თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ადგილისთვის ევროკავშირში.
გზა ევროპისკენ არ არის ორბანის გზა, ეს არის გზა, რომელიც გადის კანონზე, ადამიანის უფლებაზე და რომელიც გადის თავისუფლებაზე. თქვენ ამ გზაზე დგახართ. მე აქ ჩამოვედი შვედეთიდან, სადაც უკვე 200 წელია მშვიდობაა. რუსულ აგრესიას არ აქვს ერთი სახე, არ არის ეს მხოლოდ ტანკები და ნაღმები. ის ხანდახან შემოდის უკანა კარიდან და შეიძლება ვერ იცნო. არასოდეს არ არის გვიან თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლა. დემოკრატია მაშინ არის ძლიერი, როდესაც ოპოზიცია და ხალხი ერთად დგას და იბრძვის ევროპული მომავალისთვის. დადეგით ერთმანეთის გვერდით და ჩვენ ყველა ერთად მივაღწევთ გამარჯვებას. მადლობა საქართველოს, მადლობა ევროპას
კომენტარები