თბილისში, პირველ სამშობიაროში, გამთენიისას ჩვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.
მათი ცნობით, მშობიარე კლინიკაში 10 ნოემბერს შეიყვანეს.
როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ქალს ბუნებრივი მშობიარობა გართულდა, ხოლო საკეისრო კვეთაზე თავად ექიმებმა თქვეს უარი და ოჯახის წევრებს არწმუნებდნენ, რომ ამის საჭიროება არ არსებობდა.
ამ დროისთვის ჩვილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
კომენტარები