საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა შეიცავს საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმებს, ჩვენ ეს მექანიზმი გამოვიყენეთ ოთხი წლის წინაც და გამოვიყენებთ ახლაც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ნაბიჯები, რომლებიც ქვეყნის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, მხოლოდ და მხოლოდ პიარულ მიზნებზეა გათვლილი.
„ამას მეტი დატვირთვა ვერ ექნება. ყველამ იცის, რომ პარლამენტის პირველ შეკრებამდე სიების ჩახსნა არის შეუძლებელი. როცა გაიმართება პარლამენტის პირველი სესია, ყველა დეპუტატის უფლებამოსილება იქნება ცნობილი. ამის შემდეგ თუ ვინმეს სურს, მიმართოს პარლამენტს ან ცესკო-ს სიების ჩახსნაზე, მანდატის შეწყვეტაზე, კი ბატონო, შეუძლიათ გააკეთონ, მაგრამ ეს ხდება პარლამენტის პირველი სესიის შემდეგ”, – განაცხადა კობახიძემ.
კომენტარები