პოეტი, ბესიკ ხარანაული:
ის ვალი არ არის,
რაც კაცს ევალება,
შენია საქართველო,
შენია წვალება!
მრავალი რამეა,
თვალს ეფიწალება,
სიტყვა გიავდება,
რისხვა გეძალება,
ამბობ და აკეთებ,
რაც კაცს ევალება,
შენია საქართველო,
შენია წვალება!
ყველაზე იყოფა
ერთის დამარცხება,
ყველაზე მრავლდება
ერთის გამარჯვება.
რაც ღმერთის წესია,
კაცს არ ეკრძალება,
შენია სამშობლო,
შენია წვალება.
თუ მომქანცველია,
სიმღერით ლაღდება,
თუ მინავლულია,
სულით აალდება,
შენია საქართველო,
შენია წვალება.
ის ვალი არ არის,
რაც კაცს ევალება,
შენია საქართველო,
შენია წვალება!
კომენტარები