ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა:
“კოლეგებო, მე ვიმყოფებოდი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საქართველოში, სადაც ჩვენ ვნახეთ გაყალბება, დაშინება, შესაბამისად, მინდა დებატები გავმართოთ ამ საკითხზე ევროპარლამენტში. რაც ხდება ახლა საქართველოში, ვსაუბრობ პროტესტზე, ხალხი ქუჩაში გამოვიდა საქართევლოსა და ევროკაშირის დროშებით და ისინი ევროკაშირისგან ელოდებიან თანხმობას.
სამწუხაროდ, ევროპულმა საბჭომ ვერ გამონახა დრო ამ საკითხზე ესაუბრა ბოლო შეხვედრის დროს. ჩვენ უნდა გამოვნახოთ დრო არა მხოლოდ დებატებისთვის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ასევე ფორმალურად დავამტკიცოთ ჩვენი პოზიცია რეზოლუციის სახით”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ცნობისთვის, დღეს, 13 ნოემბერს, ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე საგანგებო დებატები ჩანიშნა.
კომენტარები