საკონსტიტუციო სასამართლოში პაატა იმნაძე „გირჩის“ სარჩელზე მოწმის სახით დაიკითხება – ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ ავრცელებს.
საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს 12 საათიდან მიმდინარეობს „გირჩის“ სარჩელის განხილვა, რომელიც კომენდანტის საათის გაუქმებას უკავშირდება.
პოლიტიკოსი და „გირჩის“ იურისტი ლევან ჯგერენაია აცხადებს, რომ სასამართლო პროცესი ეპიდემიოლოგ პაატა იმნაძის დაკითხვით გაგრძელდება, რომელიც ამ საქმეში მოწმის სტატუსითაა.
„პაატა იმნაძე დაინტერესებული პირია ამ საქმეში, რადგან ის თავად მონაწილეობდა ამ შეზღუდვების შემოღებაში. ამიტომ ის მიუკერძოებელი მოწმე ვერ იქნება“,- აცხადებს ლევან ჯგერენაია.
შეგახსენებთ, რომ „გირჩმა“ საკონსტიტუციო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის 14 ადამიანი დააჯარიმეს.
კომენტარები