ევროპარლამენტარმა, მარკოს როს სემბიერიმ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე განაცხადა”
“ეჭვი იმისა, რომ იყო დარღვევები არჩევნებზე, არის შემაშფოთებელი. 26 ოქტომბერს დადასტურდა ბევრი ფაქტი, რომ დაკვირვების დროს იყო ორმაგი ხმის მიცემა. ამომრჩევლების მოსყიდვა და კამერები საარჩევნო უბნებზე, რაც ზეწოლას წარმოადგენს ამომრჩევლებზე. ჩვენ გვინდა, რომ ვესაუბროთ საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ მთავრობას ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი. ქართველებს აქვთ უფლება, რომ გახდნენ ევროკავშირის მოქალაქეები, მაგრამ მთავრობამ უნდა გააკეთოს უფრო მეტი, გახდეს გეოპოლიტიკური აქტორი, რომელიც აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს. ნათელი უნდა მოეფინოს ყველა დარღვევას”, – განაცხადა მარკოს როს სემბიერიმ.
კომენტარები