საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ ევროპარლამენტში გაკეთებული მწვავე გზავნილების საპასუხოდ თქვა:
“ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, ვთვლი, რომ იქნება არასწორი. ეს იქნება ქართველი ხალხის დასჯა იმის მაგივრად, რომ კონკრეტულად დასაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც არჩევნები გააყალბეს და ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაში არიან დამნაშავეები. რატომ უნდა დასაჯონ რიგითი მოქალაქეები, ახალგაზრდები მაშინ, როდესაც ესენი, ვინც ეს ყველაფერი გააკეთა და დამნაშავეა, იქით-აქეთ მარტივად იფრენენ. ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მაგივრად, უნდა დასანქცირდეს ის ხალხი, ვინც ქვეყანა აქამდე მიიყვანა”.
ცნობისთვის, გუშინ, 13 ნოემბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა პოლიტიკური ტრიბუნიდან მწვავე გზავნილები გააჟღერეს.
კომენტარები