ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:
კორუმპირებული ოლიგარქიული ძალები, კრემლის დახმარებით, ძალაუფლების მოპოვებას ცდილობენ ყველგან პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა უკრაინაში, მოლდოვაში და ბევრ სხვა ადგილას – საქართველოც არ არის გამონაკლისი.
ევროკავშირმა ცხადად უნდა თქვას, რომ საქართველოში არჩევნები არ იყო დემოკრატიული, ჩვენ მას არ ვცნობთ და ქართულ ოცნებას არ მოუგია. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება.
საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკვე გაიყინა და ეს ასე დარჩება. ჩვენ თავიდან უნდა შევაფასოთ, არის თუ არა საქართველო შესაფერისი უვიზო რეჟიმისთვის. ჩვენ ვეღარ გავამართლებთ ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებთან. და მე ყოველივე ამას სევდით ვამბობ.
ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს. ისინი მხარს უჭერენ საქართველოს პროევროპულ გზას და სურთ, რომ ევროკავშირმა მათ მხარი დაუჭიროს. ამიერიდან ევროკავშირი ცხადად უნდა ელაპარაკოს ორივეს – ქართველ საზოგადოებასა და ქართულ ოცნებას, რომელმაც მათ არჩევნები მოჰპარა.
ევროკავშირის წევრობა არ არის თავსებადი ოლიგარქიულ სისტემასთან. უფრო მკაფიოდ რომ ვთქვათ, ევროკავშირის წევრობა მხოლოდ ქვეყნის დებიძინიზაციის შემდეგ იქნება შესაძლებელი”
კომენტარები