ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი უკრაინელი სამხედროების კონტროლს ექვემდებარება, ამ მიმართულებით ყველა თავდასხმა წარმატებით მოვიგერიეთ – აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.
„რუსმა დამპყრობლებმა კუპიანსკში ვერ შეაღწიეს. ქალაქი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა“, – განუცხადა გენშტაბის სპიკერმა ანდრიი კოვალევმა Ukrinform-ს.
მისივე თქმით, ოთხშაბათს ნაშუადღევს რუსებმა კუპიანსკის მიმართულებით თავდაცვითი ძალების გარღვევა სცადეს და უკრაინელი სამხედროების პოზიციებს ოთხ ტალღად შეუტიეს, დაახლოებით 15 ერთეული ტექნიკის გამოყენებით, თუმცა უკრაინულმა შენაერთებმა შეაჩერეს წინსვლა და გაანადგურეს ყველა ჯავშანტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი.
კომენტარები