ფედერალისტების თანადამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
“არჩევნებს აზრი არ აქვს, მოდი საყოველთაო დაუმორჩილებლობა მოვაწყოთ”
დავაი:1. ყველა პარტიამ ჩაატაროს თავისი ამომრჩევლის აღწერა – გაიგოს ვინაა მისი ამომრჩეველი.2. ასევე გაიგოს რა უჭირს მის ამომრჩეველს, რა უნდა, რისთვისაა მზად, რამდენი დრო აქვს, სად და ვის შეუძლია არ დაემორჩილოს.3. გამოარჩიოს თავისი ამომრჩევლიდან ისინი, ვინც მზადაა მნიშვნელოვანი დრო პროტესტს და წინააღმდეგობას დაუთმოს.4. რომ გამოარჩევს, საქართველოს რუკა აიღოს, და ზედ ქინძისთავით ან მაგნიტით მიაბას სად რამდენი კაცი ყავს მზად წინააღმდეგობისთვის –რაზე არიან ისინი წამსვლელები და თითოს რამდენი ადამიანის ჩაბმა შეუძლია …კიდევ ბევრია გასარკვევი მარა ამით დაიწყეთ.ამ პროცესის ბოლოში რომ გახვალთ, ეგებ კითხვაც გაგიჩნდეთ რა ჯანდაბაა ეს “საყოველთაო დაუმორჩილებლობა” – ეგებ ისეთ კრეტინობად მოგეჩვენოთ, იმასაც მიხვდეთ რომ არჩევნების მოგება უფრო ადვილია.“მანქანის ტარების სწავლას აზრი არ აქვს, მოდი კოსმოსურ ხომალდს მოვახტეთ”
ვაი თქვენს პატრონს.
კომენტარები