ალტ–ინფოს ლიდერი, კოკა მორგოშია, ობიექტივთან, ოპოზიციაზე და ყოფილ პრემიერზე საუბრისას, ამბბს:
გახარია პარლამენტში შევა იმ შემთხვევაში, თუ ევროპელები ეტყვიან, რომ უნდა შეხვიდე, თუ ეტყვიან, – არ უნდა შეხვიდე, “ოცნების” ვერანაირი ფული ვერ იყიდის, ფული იმათ ყოველთვის მეტი აქვთ. შეიძლება ივანიშვილის ფული აქ მუშობს, რაიონებში და სოფლებში, მაგრამ გლობალურ ამბავში, ივანიშვილის ფული ვერ გადაწონის.
მორგოშია იგივე ეთერში ამბობს იმასაც, რომ აქვს ინფორმაცია, თითქოს, ორივესთვის, რუსეთისა და ამერიკისთვის, გახარიას პრემიერობა მისაღებია.
ცნობისთვის, გიორგი გახარიამ არჩევნების დასრულებიდან მალევე განაცხადა, რომ ამ პარლამენტს მისი და მისი გუნდის ლეგიტიმაცია არ ექნება, თუნდაც იმიტომ, რომ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, ის მიზანი, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, ვერ შესრულდება.
კომენტარები