“ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის თქმით, ბათუმის უნივერსიტეტი იყო 6 მაისის მოვლენების ავანგარდშიც და ეს „ოცნებისთვის“ ბევრის მანიშნებელი უნდა იყოს.
„ბათუმელმა სტუდენტებმა ახალი სიცოცხლე შემატეს პოლიტიკურ პროცესს და თქვეს, რომ არ მოაპარვინებენ ბიძინას თავიანთ ევროპულ მომავალს!
ბათუმის უნივერსიტეტი იყო 6 მაისის მოვლენების ავანგარდშიც და ეს „ოცნებისთვის“ ბევრის მანიშნებელი უნდა იყოს!
ბათუმელ ახალგაზრდებს უკვე თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტებიც შეუერთდნენ და ახლა ამ ტალღას ვერაფერი შეაჩერებს!
მინდა მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო ახალგაზრდების პროტესტს, რადგან ისინი, ისევე როგორც ამომრჩეველთა უმრავლესობა, დღეს საქართველოს ახალ ისტორიას წერენ! და ეს ისტორია აუცილებლად იქნება ევროპული, თავისუფალი ქვეყნის – ბიძინა ივანიშვილის გარეშე!“, – განაცხადა ხაზარაძემ.
კომენტარები