„რონდელის ფონდის“ მკვლევარი, გიორგი ბადრიძე, სოციალურ ქსელში, წერს, რომ თსუ–დან არ უშვებდნენ და შემდეგ, გვირაბით გამოიყვანეს:
არ მიშვებენ უნივერსიტეტიდან, იმიტომ რომ არ შემოუშვან სტუდენტები.
გავაპროტესტე თავისუფლების უკანონო შეზღუდვა და სხვებთან ერთად გვირაბით გაგვიყვანეს მეორე კორპუსში (გვირაბის ბოლოს კარი ჩარაზული დაგვხვდა, კლაუსტროფობიისთვის იდეალური პირობებით), ბოლოს გამოგვიშვეს.
ცნობისთვის, სტუდენტები აცხადებენ, რომ მათ და ლექტორებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ. ადმინისტრაციის ცნობით, უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა, როგორ შეიძლება სასწავლო პროცესი ჩვეულ პროცესში მიმდინარეობს იმ უნივერსიტეტში, სადაც შესვლა და საიდანაც გამოსვლა უჭირთ ლექტორებსა და სტუდენტებს?
დაცვა მათ ეუბნება, რომ “მათ კონკრეტული მოტივი აქვთ და ამის გამო, შენობაში ვერ შეუშვებენ”.
“უნივერსიტეტის აპოლიტიკური პოზიციიდან გამომდინარე, პოლიტიკური შინაარსის შემცველ რაღაცებს ვერ დაგადებინებთ – რა მოტივითაც შედიხართ, ვერ შეგიშვებთ”, – ეუბნება უნივერსიტეტის წარმომადგენელი ლექტორებსა და სტუდენტებს.
კომენტარები