თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები არიან შეკრებილნი, რომლებსაც რამდენიმე წუთის წინ “დაიტოვეს“ მსვლელობის მონაწილეები შეურთდნენ.
ადგილზე შკრებული სტუდენტები შენობაში შესვლას და ფოტოს გადაღებას ითხოვდნენ, რათა ამ ჟესტით ბსუ-ის სტუდენტებისთვის სოლიდარობა გამოეხატათა, თუმცა ისინი შეობაში არ შუეშვეს და უთხრეს, რომ “შიგნით პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არ შეიძლებოდა“.
მას შემდეგ რაც კარი ჩაიკეტა, სტუდენტები შენობის კიბეებზე დასხნდნენ. რამდენიმე წუთში შენობის წინ სამართლდამცველები მივიდნენ და შენობის წინ კორდონი გააკეთეს. ადგილზე პოლიციელების უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული.
“პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გვეუბნება, რომ თურმე იმ სტუდენტებისგან იცავენ შენობას, რომლებიც სწავლობენ ამ უნივერსიტეტში. შიგნით არ უშვებენ და არ აძლევენ პროტესტის გამოხატვის უფლებას. აქაც შევალთ და ევროპაშიც და ესენი ჩვენ ვერ გაგვაჩერებენ“, – ამბობს აქციის მონაწილე.
უნივერსიტეტში დარჩენილი სტუდენტები გარეთ გამოსვლას ცდილობენ, თუმცა ვერ ახერხებენ.
რა ხდება თსუ–ში? – “რომ გავაპროტესტეთ, გვირაბით გაგვიყვანეს” – გიორგი ბადრიძე
კომენტარები