ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
გილოცავთ, აღფრთოვანებულ ბაბლს, სოხუმის ე.წ. პარლამენტის თავზე რუსეთის დროშა ფრიალებს! ორი საათის წინ მოხდა. ტაში ამხანაგებო! ტაში! იმათაც გეხებათ, ვინც საოცრებებს წერდით, არიქა ბიძომ გააჩალიჩაო აფხაზეთს ვიბრუნებთო (როგორც ჩანს, ასეთებიც არიან, რომ ამის ჯერათ!) და იმათაც, ვინც აღფრთოვანებული წერდით, მაგალითი ავიღოთ აფხაზებისგან როგორ უნდა დავუპირისპირდეთ რუსულ ინტერესებსო! უკრაინაში რუსების მხარეს მებრძოლი Интернациональный Баталион “Пятнашка”-ს ლიდერ, ახრა ავიძბას და სურკოვის ხელის ბიჭ, ინალ არძინბას მიერ მოწყობილ ანტირუსულ რევოლუციას გაუმარჯოს! მე მგონი რეალობის აღქმის უნარს ვკარგავთ საერთოდ!
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. პარლამენტიდან რუსული ინვესტიციების შესახებ შეთანხმების პროექტი გაიტანა.
ამის მიუხედავად, აქციის მონაწილეები, რომლებმაც დაიკავეს აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი, ბარიკადებს აწყობენ და ბჟანიას გადადგომას ითხოვენ. გარდა ამისა, შექმნეს საკოორდინაციო შტაბი. რუსული მედიის ცნობით, დოკუმენტს, რომელიც ბჟანიამ გაიწვია, რუსმა მაღალჩინოსნებმა 2 კვირის წინ მოაწერეს ხელი.
კომენტარები