“ქართული ოცნებიდან” დემარშით წამოსული ეკა ბესელია იმ კანონპროექტზე საუბრობს, რომლის ამოქმედების შემთხვევაში ქვეყანაში შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც გაგრძელდება.
დეპუტატი ყოფილი თანაგუნდელის, გია ვოლსკის განცხადებას, პასუხობს, რომელიც ამბობს, რომ მსგავსი კანონის მიღებით, პარლამენტს დასვენების საშუალება მიეცემა.
ბესელიას თქმით, ვინც დაიღალა და მუშაობა აღარ შეუძლია, სახლში უნდა წავიდეს.
“წარმოუდგენელი კომენტარია. ჯერ რამ დაღალა, ორი თვეა გაჩერებულია ყველაფერი. თუ ვინმე დაიღალა, ეს არის, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი, ექიმები, ის ადამიანები, ვინც ქუჩაში დგანან, მათ შორის წინა ხაზზეა მედია, რომელიც არ გაჩერებულა და 24 საათი მუშაობს. პარლამენტი გაჩერებულია, რით დაიღალა? ფორმალური შეკრებაა პრობლემა? ვინც დაიღალა უნდა დაისვენოს და სახლში წავიდეს და არა კონსტიტუცია დაარღვიოს. თუ დაიღალე, უნდა წახვიდე სახლში”
კომენტარები