თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ხმაური და დაპირისპირებაა – როგორც სტუდენტები ამბობენ, ძალის გამოყენებით ისინი პოლიციელებმა მოაშორეს უნივერსიტეტის კარებს.
მათი თქმით, ადგილზე მხოლოდ ფოტოს გადასაღებად მივიდნენ, თუმცა ამ ინციდენტის გამო, თსუ-თან ღამეს გაათენებენ.
“ვიდექით კარებთან, ჩვენთვის ვაპროტესტებდით, მოვიდნენ დადგნენ რიგად და დაიწყეს მოწოლა, იმდენად უხეშად გვაწვებოდნენ, რომ გვეგონა გავიგუდებოდით, შემდეგ უკვე დაიწყეს ხელის მოკიდება და ძალით გამოთრევა ჩვენი. უხეშად გვექცეოდნენ. თავიდან არ ვაპირებდით, მხოლოდ ფოტოს გადაღება გვინდოდა, თუმცა, ისეთი სიტუაცია შექმენს, რომ ჩვენ დღეს თსუ-თან გათენებას ვაპირებთ“, – ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.
ამ წუთებში უნივერსიტეტის ყველა შესასვლელი ბლოკირებულია.
რა ხდება თსუ–ში? – “რომ გავაპროტესტეთ, გვირაბით გაგვიყვანეს” – გიორგი ბადრიძე
კომენტარები