სტუდენტები მსვლელობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მივიდნენ. რამდენიმე წუთის წინ აქ ადგილი დაპირისპირებას ჰქონდა. პროტესტის მონაწილე ახალგაზრდები ამბობენ, რომ “ოცნების” ტიტუშკებმა პროვოკაციის მოწყობა სცადეს და აქციის მონაწილეებზე იძალადეს.
“რა თქმა უნდა, ამით ღიზიანდებიან “ქართული ოცნების” მხარდამჭერები და ის ტიტუშკები ზუსტად, ამიტომ ჩვენ მშიდობიანად ვაგრძელებთ გზას და პროვოკაციას არ ვყვებით. ხალხზე იძალადეს, რასაც შესაბამისი პასუხი მოჰყვა მოქალაქეებისგან. უნდა იცოდეს “ქართულმა ოცნებამ”, “მეტადონშიკებმა” და “ტიტუშკებმა”, რომ ეს არ გაუვათ და ეს 200 და 300 პოლიციელის დაყენება უნივერსიტეტთან, სტუდენტს ვერ შეუზღუდავს თავისუფლებას და ჩვენ მაინც შევალთ უნივერსიტეტებში და მაინც გავაგრძელებთ პროტესტს, – ამბობს სტუდენტი.
ახალგაზრდები ამბობენ, რომ ღამის გათენებას ილიაუნში გეგმავენ. “ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს!” – ამბობენ სტუდენტები.
კომენტარები